azerisport-ის ინფორმაციით, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის “ბაკსელ არენაზე”, დღეს გასამართ მატჩზე ანშლაგი იქნება.
წყაროს ცნობით, გასაყიდად გამოტანილი თითქმის 8500-ივე ბილეთი გაიყიდა.
მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 1 აზერბაიჯანულ მანათს შეადგენს, რაც დაახლოებით 2,2 ლარია. VIP-ბილეთი კი 10 მანათი ღირს.
“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დღეს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.