ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 40-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ცნობილი მსაჯი დიკ ბავეტა კარიერის დასრულებისთვის მზად არის. ოფიციალურად ვეტერანს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არ უთქვამს
ბავეტას დებიუტი პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში 1974 წლის დეკემბერში „ნიუ-იორკ ნიქსისა“ და „ბოსტონ სელტიკსის“ მატჩში შედგა, რომელიც „მედისონ სკვერ გარდენში“ გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ლიგის ხელმძთვანელობა არბიტრს დამსახურებულ დასვენებას ჯერ კიდევ 2010 წელს სთავაზობდა, თუმცა მაშინ მან მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.