პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლესტერ სიტის” დაპირისპირებით გაიხსნა. მატჩი სწორედ ისეთივე გამოდგა, როგორსაც ექსპერტები ვარაუდობდნენ – “მანჩესტერ იუნაიტედმა” თავის სტილში თამაშობდა, “მელიები” კი კვლავაც სასწაულის გამოცხობას ცდილობდნენ.
ანგარიში შეხვედრის მესამე წუთზე გაიხსნა თერთმეტმეტრიანიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოლ პოგბას მიერ გატანილი პენალტი არც უნდა დანიშნულიყო.”წითელმა ეშმაკუნებმა” ბურთი საკმაოდ დამაჯერებლად აგორეს და შედეგად 87-ე წუთზე ლუკ შოუს მიერ გატანილი ბრწყინვალე გოლი მივიღეთ.
მატჩის დასასრულს “მელიებმა” მაინც გამოიჩინეს ბრჭყალები, გოლი ჯეიმი ვარდის ანგარიშზეა. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის ბოლო წამებზე გოლის გატანის შანსი მეტოქის საჯარიმოში ჩასულ კასპერ შმეიხელს ჰქონდა, თუმცა ააცილა.
ასე რომ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამარჯვებით დაიწყო, “ლესტერი” კი ბოლოზეა. მეორე ტურში “იუნაიტედი” “ბრაიტონს” ეწვევა, “ლესტერი” კი “ვულვზს” მიიღებს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” : დე ხეა; შოუ, ლინდელოფი, ბაილი, დარმიანი; პოგბა (ფელაინი 85′), პერეირა, ფრედი (მაკტომინი 76′); სანჩესი, რეშფორდი (ლუკაკუ 67′), ხუან მატა
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
“ლესტერ სიტი” : შმეიხელი; ამარტი (გეზალი 63′), მორგანი, მაგუაირი, ჩილველი; ნდიდი, სილვა (იბორა 80′); რიკარდო პერეირა, მედისონი (ვარდი 64′), გრეი; იჰეანაჩო
მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი