რანიერი პრემიერლიგაში ბრუნდება

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი ამიერიდან „ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელია. 63 წლის სპეციალისტთან კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რანიერის ინგლისში აქამდეც უმუშავია – 2000 წლიდან 2004 წლამდე ის „ჩელსის“ ხელძღვანელობდა, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მისვლა მაოხერხა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელიც მან 2014 წლის ნოემბერში დატოვა. რანიერის თავკაცობით ბერძნებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ოთხი მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ ერთი ქულა დააგროვეს.

განვლილ სეზონში „ლესტერ სიტიმ“ ნაიჯერ პირსონის თავკაცობით მე-14 ადგილი დაიკავა. ივნისის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობამ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.

12

“ლესტერ სიტის” ფეხბურთელის სუპერ გოლი

“ლესტერ სიტის” ფეხბურთელმა ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა.