ინგლისის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში მოქმედი ჩემპიონი 2015/16 წლების სეზონის გამარჯვებულს, “ლესტერ სიტის” ეწვია და საკმაოდ დიდი ბრძოლაც გაუმართა.
მატჩის სადავეები თავიდანვე “არისტოკრატებმა” ჩაიგდეს ხელში, მაგრამ მასპინძლები მათ მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. ანგარიში თამაშის 41-ე წუთზე გაიხსნა, თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა.
50-ე წუთზე ნგოლო კანტემ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა, 62-ე წუთზე კი ვარდიმ ერთიბურთი გაქვითა და მატჩში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა შემდეგში საინტერესო არაფერი მომხდარა.
ინგლისის ჩემპიონატის მეხუთე ტურში “ჩელსი” “არსენალს” მიიღებს, “ლესტერი” კი “ჰადერსფილდს” ეწვევა.
“ლესტერ სიტი”: შმეიხელი; ფუქსი, მაგირე, მორგანი, სიმფსონი; ოლბრაიტონი (კინგი 46′), ჯეიმსი, ნდიდი, მაჰრეზი; ჯეიმი ვარდი, შლიმანი (გრეი 46′)
მთავარი მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი
“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, რუდიგერი; ვიქტორ მოზესი, ბაკაიოკო, ფაბრეგასი, ნგოლო კანტე, ალონსო; პედრო (უილიანი 63′); მორატა
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე