ოფიციალურად: სიმფსონმა ახალ, სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

დენი სიმფსონმა, რომელიც “ლესტერ სიტის” 2014 წელს შეუერთდა (“ქპრ”-დან), ინგლისის ჩემპიონთან არსებული კონტრაქტი 3 წლით კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ამით, 29 წლის ფეხბურთელი ჯეიმი ვარდის, რიად მაჰრეზის, ვეს მორგანის, დენი დრინქვოთერის, კასპერ შმაიხელისა და მარკ ალბრაიტონის ნაკვალევს გაჰყვა.

LCFC TV-სთან საუბრისას, სიმფსონმა განაცხადა: “ძალიან ბედნიერი ვარ. ორი წელია, რაც აქ ვარ და აშკარად იგრძნობა, რომ კლუბი მოძრაობს. გუნდი ძალიან შეკრულია. რაც შეეხება კლაუდიო რანიერის, მან მე ამ მცირე პერიოდში ძალიან ბევრი რამ მასწავლა.”

ვარდის საშინელი დარტყმა “ჰალ სიტის” წინააღმდეგ (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები “ჰალ სიტის” ტურნირის გახსნით შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და 1-2 დამარცხდნენ.

ამ მატჩში რეალური მომენტი ჰქონდა “მელიების” გოლეადორს, ჯეიმი ვარდის, რომელმაც საშინლად შეასრულა დარტყმა.

“ჰალ სიტის” გულშემატკივრები პრეზიდენტის უმოქმედობას აპროტესტებენ: “Allam Out”

პრემიერ ლიგამ უკვე აიღო სტარტი, თუმცა, “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია. “ჰალის” გულშემატკივრები ამა და სხვა მიზეზების გამო კლუბის პრეზიდენტის, ასემ ალამის გადაყენებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ “ლესტერთან” სათამაშოდ “ჰალ სიტის” მხოლოდ 13 ფეხბურთელი (პროფეისონალი) არის მზად. ამის მიუხედავად, ეგვიპტელი ალამი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას მაინც არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კლუბი 2014 წლის შემდეგ იყიდება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც “ჰალ სიტის” პრეზიდენტს კლუბის სახელის შეცვლის უფლება არ მისცეს.

“ლესტერის” მატჩზე არსენ ვენგერი შეამჩნიეს

არსენ ვენგერი, მის დამხმარე მწვრთნელთან, სტივ ბოლდთან ერთად “ლესტერ სიტის” მატჩზე შეამჩნიეს. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ორი სპეციალისტი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გამართულ მატჩში რიად მაჰრეზს აკვირდებოდა.

თუმცა, არსებობს მეორე მიზეზიც (რომელიც ნაკლებად რეალურია) – “არსენალი” “მელიებს” პრემიერ ლიგის მეორე ტურში უნდა დაუპირისპირდეს. შესაძლოა, ვენგერი ამავდროულად მეტოქეთა ძალებსაც აფასებდა.

არსენ ვენგერი: “ნ’გოლო კანტე ძალიან მომწონს”

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ლესტერის” ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე შეაქო, რომელმაც “მელიების” ბრწყინვალე გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.

“ნ’გოლო კანტე ძალიან მომწონს, მისით მოხიბლული ვარ. კანტე იდეებს გაწვდის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაც უფრო მაღალ დონეზე უწევს თამაში, მისთვის ეს საქმე უფრო ადვილი ხდება.

თუ ციფრებზე დავიწყებთ საუბარს, მან ყველაზე მეტი ჩაჭრა განახორციელა მთელი ევროპის მასშტაბით.

მას წარმოუდგენელი შესაძლებლობები გააჩნია. ის გრძნობს თამაშს, ძალიან ცოტას შეუძლია ამის გაკეთება. ის ყოველთვის იქ არის, სადაც უნდა იყოს.”

Goal: ჯეიმი ვარდის შემდეგ “ლესტერს” რიად მარეზიც დატოვებს

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, “ლესტერ სიტის” ალჟირელ ფეხბურთელს, რიად მარეზს გუნდის დატოვება სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ეცდებიან მის შენარჩუნებას.

პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა მას შემდეგ, რაც ბრიტანულ ჩემპიონატში 17 გოლისა და 11 ასისტის გაკეთება მოახერხა, ბევრი ევროპული გრანდის გული მოიგო.

მარეზმა ინგლისის ჩემპიონთან კონტრაქტი 2015 წლის აგვისტოში გაახანგრძლივა, რის შემდეგაც ის კვირაში 35,000 ფუნტს იღებს – გაცილებით ნაკლებს ვიდრე მისი თანაგუნდელი ჯეიმი ვარდი (80, 000), რომელიც “არსენალში” გადადის.

ალჟირელი ფეხბურთელის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს ლონდონური “არსენალი” და პარიზული “პსჟ” იმყოფებიან.

ოფიციალურად: “ლესტერ სიტიმ” “ჰანოვერის” მეკარე გაიფორმა

პრემიერ ლიგის ჩემპიონთა რიგებში კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი, რონ-რობერტ ცილერი ჩაირიცხა, რომელიც აქამდე გერმანული “ჰანოვერის” ღირსებას იცავდა.

“ლესტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს, რომ 27 წლის მეკარემ ინგლისურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2020 წელს ამოიწურება.

თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენის გადახდა მოუწია “ლესტერის” ხელმძღვანელობას გერმანელი მეკარის სანაცვლოდ, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით 6 მატჩი აქვს ნათამაშები. სავარაუდოდ მასში 3 მილიონი ევროა გადახდილი.

“ლესტერში” გადმოსვლამ ძალიან გამახარა, თანაც ასეთი სეზონის შემდეგ – ძალიან კარგია, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი. ” – განაცხადა გერმანელმა.

სლუცკი:”ლესტერი” ყველაფერს გააკეთებს მუსას გადასაბირებლად”

როგორც იცით, ჯერ კიდევ იანვარში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ჩემპიონები აჰმედ მუსას გადაბირებით იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა მაშინ “მელიებს” არაფერი გამოუვიდათ.

“ბრიტანული კლუბი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე ცოტა ნაკლებს იხდის.” – განუცხადა “ცსკა-ს” ბოსმა, სლუცკიმ Sky Sports-ს.

“რამოდენიმე დღის წინ ის ჩემთან მოვიდა და მკითხა, თუ როდის ბრუნდებოდა ის (რანიერი) შვებულებიდან, თუმცა მე ვერაფერი ვუთხარი, რადგან ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.

ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამის ალბათობა დიდია. “ლესტერი” ყველაფერს გააკეთებს მუსას გადასაბირებლად.” – დაამატა მან.”

ოფიციალურად: “ჰოფენჰაიმმა” “ლესტერიდან” კრამარიჩი დაიმატა

“ლესტერ სიტის” თავდამსხმელი, ანდრეი კრამარიჩი მომავალი სეზონიდან კარიერას გერმანულ “ჰოფენჰაიმში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გერმანიაში არენდის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც გერმანული მხარე მას გამოისყიდის კიდეც.

კრამარიჩის კონტრაქტი “ჰოფენჰაიმთან” 2020 წლამდე არის გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ “ლესტერმა” გუნდში კრამარიჩი 2015 წელს, კლუბისთვის რეკორდული თანხის, 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოიყვანა.

პრემიერ ლიგის ჩემპიონისთვის განკუთვნილმა ახალმა ლოგომ ფანების უკმაყოფილება გამოიწვია

2016-2017 წლების სეზონის დაწყების წინ, პრემიერ ლიგამ გამოაქვეყნა იმ ლოგოს დიზაინი, რომელიც ინგლისის ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” მაისურებზე იქნება დატანილი. რამაც გულშემატკივართა მხრიდან განსხვავებული ტიპის შეფასებები დაიმსახურა.

ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ლიგის ყველა კლუბს, გარდა “ლესტერისა”, მოკლე სახელოებიან მაისურზე დატანილი ექნებათ პრემიერ ლიგის ლოგო იისფრად, “ლესტერს” კი – ოქროსფრად.

ამან, მათდა საუბედუროდ “ჰაკუნა მატატა პრემიერ ლიგაში” კამპანიის პროვოკაცია გამოიწვია. გთავაზობთ ფანების პირველ შეფასებებს:

“ცვლილება ყოველთვის კარგი არ არის. ეს ლოგო ამის დამადასტურებელი მაგალითია.”

“გულისამრევი “ასტონ ვილა” და “ნიუკასლი” იღბლიანები არიან, რომ პრემიერ ლიგაში არ დარჩნენ”

Telefoot: კანტე “ლესტერ სიტის” “არსენალში” გაცვლის

Telefoot-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლესტერ სიტის” ერთ-ერთ ლიდერს, ნ’გოლო კანტეს “კინგ პაუერ სტედიუმის” დატოვების და ლონდონის “არსენალში” გადაბარგების დიდებული შანსი აქვს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალმა წევრმა მართლაც რომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რითიც არა მარტო “არსენალის”, არამედ სხვა რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღებაც მიიქცია.

მიუხედავად “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” ინტერესებისა, კანტე არსენ ვენგერის გუნდში გადასვლის შესაძლებლობით არის მოხიბლული. “მეთოფეები” კი მის გამოსასყიდად საჭირო თანხის გადახდაზე უარს არ ამბობენ.

რანიერი ადასტურებს: “ლესტერი” ჯანლუკა ლაპადულას აკვირდება

“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბი “პესკარას” ფორვარდის, ჯანლუკა ლაპადულას გადაბირებით არის დაინტერესებული.

26 წლის ფორვარდმა სერია ბ-ში გამართულ 38 მატჩში 24-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, რითიც კლუბს კვლავ უნარჩუნებს იტალიის უმაღლეს დივიზიონში გადასვლის შანსებს.

“ჩვენ იტალიაში მყოფ ფეხბურთელებს ვაკვირდებით. ლაპადული კარგი ფეხბურთელია, რომელსაც გარკვეული დროის მანძილზე ვადევნებდით თვალს.” – განუცხადა რანიერიმ Gazzetta dello Sport-ს.

მაისის დასაწყისში ამ საკითხზე “პესკარას” პრეზიდენტმაც ისაუბრა: “სანამ “ლესტერი” გაჩემპიონდებოდა, რანიერიმ მე დამირეკა. ზოგადად ფეხბურთზე საუბრისას, მან ლაპადულაზეც მკითხა. თუმცა ჯერ ოფიციალური შემოთავაზება არ გვქონია.”