მუხრანში, ცენტრალურ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ერევნის „არარატს“ შეხვდა და 6:2 დაამარცხა. ანგარიში ჩინებული საჯარიმო დარტყმით გიორგი ჯგერენაიამ გახსნა, რასაც მალე ბაქარ ქარდავას შორეული მანძილიდან ლამაზად გატანილი გოლი მოჰყვა. პირველ ტაიმში გაგრელებმა კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის ქარი – ჯერ ზაქრაძემ ადვილად შეძლო ახლო მანძილიდან მეკარისთვის მარცხენა კუთხეში გატანა, ხოლო შემდეგ ცაცკრიალაშვილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აქცია გოლად.
მეორე ტაიმში გუნდებმა მეტოქის კარებები ორ-ორჯერ აიღეს და საბოლოოდ „გაგრამ“ მეტოქე 6:2 დაამარცხა. სტადიონზე მოსული გულშემატკივარი ერთხმად აღნიშნავდა, რომ „გაგრამ“ პირმწმინდად დაჩაგრა მეტოქე და ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
„გაგრა“ – „არარატი“ 6:2 (4:0)
გოლები: 1:0 ჯგერენაია 10 წთ, 2:0 ბაქარ ქარდავა 30, 3:0 ზაქრაძე 31, 4:0 ცაცკრიალაშვილი 39 პენ, 4:1 ბაღჩოიანი 53, 5:1 ზაქრაძე 60, 6:1 მელიქიშვილი 75, 6:2 სირონიანი 84
„გაგრა“: რეჭია, ხარაბაძე (მუსელიანი 46), ბიწკინაშვილი, სიჭინავა, ჯგერენაია (გოგუა 54), ბაქარ ქარდავა (სიხარულიძე 76), ნოზაძე (დანელიანი 79), გურეშიძე, ზაქრაძე (მელიქიშვილი 62), ცაცკრიალაშვილი, ჯერემია (ღირდალაძე 68)
მსაჯი: ო. ხეცაძე
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას „გაგრა“ რუსთავის „მეტალურგის“ წინააღმდეგ 2 აგვისტოს გამართავს.
fcgagra.ge