ვერმაელენი: “შუშის ფეხბურთელის რეპუტაცია მქონდა”

“ბარსელონას” მცველმა, ტომას ვერმალენმა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო საკმაოდ დიდ დროს ატარებდა ლაზარეთში, რომ ტრავმებმა თავის კარიერას დიდი დაღი დაასვა.

“შუშის ფეხბურთელის რეპუტაცია მქონდა, თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. ამ დროის მანძილზე ძალიან დიდი მოთმინება გამოვიჩინე, რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან რთული და ხანგრძლივი იყო.

“ბარსელონაში” კონკურენცია ძალიან დიდია და ბუნებრივია, რომ ყოველთვის ვერ ვთამაშობ. რომ არა ტრავმები, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებდი. ჯანმრთელობის პრობლემებმა ჩემს კარიერას ხელი შეუშალა და შესაძლებლობები ბოლომდე ვერ განვავითარე.

მესმის, რომ ამ მიზეზების გამო ხალხს ჩემში ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ 2016 წლის ნოემბრის შემდეგ არანაირი პრობლემა არ მქონია და ახლა მწყობრში ვარ. ძალიან მინდა გუნდს სასურველი მიზნების მიღწევაში დავეხმარო,” – აცხადებს ვერმალენი.

ვერმალენი: „არსენალის“ კარში გოლს აღვნიშნავ“

„ბარსელონას“ მცველმა ტომას ვერმალენმა თავის ყოფილ გუნდთან „არსენალთან“ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„აღვნიშნავ თუ არა გოლს „არსენალის“ კარში? შესაძლოა, რადგან ამით ამჟამინდელი გუნდისადმი პატივისცემას გამოვხატავ.

ახლა „ბარსელონაში“ ვთამაშობ, ამიტომ, იმედია, მოვიგებთ. არ ვუარყოფ, რომ „არსენალის“ მიმართ თბილი გრძნNობები მაქვს, ეს ის კლუბია, რომელიც ჩემთვის კარგი იყო და იქ თამაშით ბედნიერი ვიყავი.

ზოგჯერ სხვა გზით მივდივართ, რაც ფეხბურთში ხდება. ახლა „ბარსელონაში“ ვერ და წინსვლა მსურს.

„არსენალთან“ შეხვედრა არამხოლოდ ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, არამედ ყველასთვის საყურადღებოა.

ეს ორი გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთის თამაში სურს.

ჩემთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა. სტუმრად ჩავალ და ჩემს ბევრ ყოფილ თანაგუნდელს ვიხილავ. „არსენალიდან“ წასვლის შემდეგ იქ არც დავბრუნებულვარ, რადგან დრო არ მქონდა. იმედია, ბევრ ადამიანს ვნახავ“, – ციტირებს ბელგიელს „დეილი მეილი“.

ვერმალენი გამოჯანმრთელდა

“ბარსელონას” მცველმა ტომას ვერმალენმა ტრავმა მოიშუშა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-3 ტურში მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის (1:2) მიმდინარეობისას კატალონიელთა ბელგიელმა მცველმა მარცხენა ფეხის კუნთები დაიშავა და შეხვედრის 28-ე წუთზე მოედანი დატოვა.

 

ვერმალენს ჩემპიონთა ლიგის მედლის უკან დაბრუნება მოუწევს

“ბარსელონას” მცველ ტომას ვერმალენს უეფას ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლის უკან დაბრუნება მოუწევს.

მედლის მისაღებად ფეხბურთელს ტურნირში ერთი მატჩი მაინც უნდა ჰქონდეს ჩატარებული, ვერმალენი კი ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშებაში მოედანზე არცერთხელ არ გამოსულა.

აღსანიშნავია, რომ ამავე სიტუაციაში არიან მეკარეები კლაუდიო ბრავო და ჟორდი მასიპი, ასევე მცველი დუგლას პერეირა.

 

ჩემპიონთა ლიგაში “ბარსელონას” მოგება “არსენალის” ბიუჯეტზე აისახება

იმ შემთხვევაში თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვენტუსს” დაამარცხებს, კატალონიელებს ლონდონის “არსენალის” ბიუჯეტში სამი მილიონი გირვანქის გადარიცხვა მოუწევთ.

აღნიშნული თანხა ტომას ვერმალენის სატრანსფერო გარიგების ბონუსს წარმოადგენს. გარიგების ერთ-ერთი პირობის თანახმად ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში “ბარსელონას” დამატებით 3 მილიონის გადახდა მოუწევდა.

საინტერესო ის ფაქტიც, რომ მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ვერმალენს ერთხელაც კი არ უთამშია ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში “ბარსელონამ” მიუნხენის “ბაიერნი”, ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა და ბერლინის საგზური მოიპოვა, სადაც 6 ივნისს ფინალური შეხვედრა შედგება.



“ბარსელონა”: “ხეტაფესთან” პიკეს და ვერმალენის გარეშე

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კატალონიურ კლუბს უახლოეს შეხვედრაში ჟერარ პიკე და ტომას ვერმალენი ვერ დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ვერმალენმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის, თუმცა “ხეტაფესთან” განაცხადში ის ვერ მოხვდა, რის გამოც მისი დებიუტი გადაიდო.

კატალონიელთა მეორე ცენტრალური მცველი, ჟერერ პიკეს კი სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.

ვერმალენი გუნდთან ერთად ვარჯიშობს

ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ, “ბარსელონას” მცველი ტომას ვერმალენი მოედანს სულ მალე დაუბრუნდება.

29 წლის მცველი, რომელიც ზაფხულში “ბარსელონას” “არსენალიდან” შეუერთდა, ტრავმის გამო ახალ კლუბში დებიუტი ჯერ კიდევ არ ჰქონია, ოფიციალურ თამაშში.

ვერმაელენს ბარძაყის კუნთი აწუხებდა, რომელზეც ადრე ოპერაცია გაიკეთა.

Marca-ს თანახმად, ბელგიელი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მწვრთნელი გამოიყენებს მას მაშინ, როდესაც გადაწყვიტავს, რომ ტომასი სრულ მზადყოფნაშია.

ვერმაელენს ტრავმის რეციდივი აქვს

“ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, ტომას ვერმაელენს ძველმა მიკრო-ტრავმამ თავი შეახსენა.

ტომასმა “ბლაუგრანას” საწვრთნელ ბაზაზე ფიზიოთერაპევტთან ერთად ვარჯიში განაახლა, მაგრამ მას ფეხის კუნთმა შეაწუხა, გვატყობინებს El Mundo Deportivo.

სავარაუდოდ, ვერმაელენს მიმდინარე სეზონში კატალონიური გუნდის მაისურით დებიუტი არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მცველი 2014 წლის ზაფხულში “კამპ ნოუზე” 15 მილიონ ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.

„ბარსელონა“ ფიფა-ს ვერმალენის შემცვლელის ყიდვის უფლების მიცემას სთხოვს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ფიფა-ს მცველ ტომას ვერმალენის შემცვლელის ყიდვის უფლების მისცემას სთხოვს, რის შესახებაც „El Mundo Deportivo“ იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის ერთ-ერთი პუნქტის დარღვევის გამო „ბარსელონას“ ტრანსფერების განხორციელება 2016 წლამდე აეკრძალა.

ასეა თუ ისე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტის მიხედვით, სეზონის ნებისმიერ დროს, როდესაც ფეხბურთელს გრძელვადიანი ტრავმა აქვს, კლუბებს ტრანსფერების განხორციელების უფლება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ვერმალენმა, შესაძლოა, კიდევ ხუთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშოს.

ვერმალენს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის „არსენალიდან“ კატალონიის „ბარსელონაში“ გადასულმა მცველმა ტომას ვერმალენმა „ბარსას“ მაისურით ჯერჯერობით ვერ ითამაშა. ბელგიელს კვლავ მუხლის ტრავმა აწუხებს.

სავარაუდოდ, ვერმალენს ოპერაცია დასჭირდება, რომლის წყალობითაც, მისი გამოჯანმრთელების პროცესი უფრო დიდ პროგრესს განიცდის.

გამოცემა AS-მა საინტერესო სტატისტიკა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 2009 წლიდან ვერმალენს 24 ოპერაცია ჩაუტარდა და ლაზარეთში იგი ოთხას დღეზე მეტი იყო.

ბარსელონამ ვერმალენი წარადგინა

ბელგიელი მცველი ტომას ვერმალენი “ბარსელონას” მოთამაშე გახდა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ტრანსფერის შესახებ განცხადება გუშნ გააკეთეს. “ბარსელონამ” ვერმალენში “არსენალს” 19 მილიონი ევრო მიიღო.

დღეს, ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ახალწვეული გულშემატკივრების წინაშე წარსდგა.

ახალ კლუბში ბელგიელი 23 ნომრით ითამაშებს.

ოფიციალურად: ვერმალენი “ბარსელონაში” ითამაშებს

“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა ლონდონის “არსენალთან” ტომას ვერმალენის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება.

28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” ვერმალენი ამსტერდამის “აიაქსიდან” 2009 წელს შეიძინა. “მეთოფეთა” რიგებში ბელგიელმა მცველმა 150 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ვერმალენი “არსენალის” კაპიტანი გახლდათ.