„მინესოტა“ აგვისტოს ბოლომდე ლავის გაშვებას გეგმავს

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ ხელმძღვანელობა აგვისტოს ბოლომდე ფორვარდ კევინ ლავის გაცვლას აპირებს. ამის შესახებ კლუბის მფლობელმა გლენ ტეილორმა „Pioneer Press“-ს უამბო.

„სავარაუდოდ, ეს ასე იქნება, რადგან კევინს წასვლა სურს. ვფიქრობ, თუ მას გავუშვებთ, კლუბში ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე გამოჩნდება, რომელსაც თავის გამოჩენა შეეძლება. ფლიპ სონდერსმა ჩვენი გუნდის პოტენციალი შეაფასა – თავდასხმის მხვრივ, ძლიერი გუნდი ვართ. რაც შეეხება დაცვას, ამ კომპონენტში უნდა მოვიმატოთ, ასე რომ, ცვლილებებს, პირველ რიგში ამ მხვრივ ელოდეთ“, – განაცხადა ტეილორმა.

ცნობისთვის, „მინესოტა“ ლავის თაობაზე მოლაპარაკებას ამჟამად „კლივლენდ კავალიერსთან“, „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ და „ჩიკაგო ბულზთან“ აწარმოებს.