ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი კიდევ ერთ საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლებს, თუმცა ამჯერად ადგილობრივები არა საკუთარი ქალაქის, არამედ ბათუმის “დინამოს” მხარდასაჭერად მივლენ სტადიონზე.
ბათუმელებს წილიწყრამ საკმაოდ ძლიერი მეტოქე, კვიპროსული “ომონია” შეახვედრა. ეს კლუბი პირველ რიგში იმით არის ჩვენთვის ცნობილი, რომ მის ღირსებას საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, უჩა ლობჟანიძე იცავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა.
გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი, 40 წლის კოსტას კაიაფასი წვრთნის და “ომონია” კვიპროსული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ყველა კვიპროსული გუნდის მსგავსად, გუნდის ძირითადი ბირთვის ლეგიონერებისგან შედგება, რომლებსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ.
ბათუმელებმა მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარეს და ქართული კლუბების უმეტესებისგან განსხვავებით გასაძლიერებლად ტრანსფერები ქაოტურად არ განუხორციელებიათ, არამედ ფეხბურთელები კონკრეტულ პოზიციებზე დაიმატეს. ახალწვეულებიდან გამოსარჩევია გიორგი გაბედავა, რომელსაც ევროტურნირებზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. 25 წლის შემტევმა “გაგრას” და “ჩიხურას” შემადგენლობაში ორი საკმაოდ კარგი ევროსეზონი ჩაატარა.
არნიშნულ წყვილში ფავორიტები რა თქმა უნდა კვიპროსელები არიან, თუმცა “ომონია” დაუძლეველი ბარიერი არ არის და ბათუმელებს წარმატებაზე ფიქრი თამამად შეუძლიათ.