ოფიციალურად: ტატანაშვილი “საბურთალოს” ფეხბურთელია

გამოცდილი ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი 2018 წლიდან “საბურთალოსთვის” შეუტევს – მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება დღეს მოხდა. ამის შესახებ თბილისელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

34 წლის ფორვარდმა ახალ კლუბთან 2 წლიან (1+1) ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კონტრაქტის სხვა პირობები უცნობია.

წლევანდელ ეროვნულ ლიგაში ტატანაშვილმა “ჩიხურას” შემადგენლობაში 15 გოლის გატანა მოახერხა, სულ მინდორზე კი 2400 წუთი დაჰყო. 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული ამპლუით თავდამსხმელმა მეტოქეთა კარის აღება 134-ჯერ მოახერხა.