დელ პიერო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ, რომელმაც “სინდეი” ცოტა ხნის წინათ დატოვა, განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“მოცემული ალტერნატივებიდან ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი უნდა ამოვირჩიო. თამაშს გავაგრძელებ. მესმის, რომ 90 წლამდე ფეხბურთს ვერ ვითამაშებ, თუმცა საკმარისად კარგ ფორმაში ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთი სეზონი ჩავატარო. სწორედ ამას ვაპირებ”, – ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს “ტუტო მერკატო”.

39 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ავსტრალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.