ვეტერანი მექსიკელი ფეხბურთელი რაფა მარკესი ამიერიდან გიორგი ჭანტურიასთან ერთად “ჰელას ვერონაში” ითამაშებს. 35 წლის მოთამაშის ახალ გუნდში გადასვლა მისმა ყოფილმა გუნდმა “ლეონმა” ოფიციალურად დაადასტურა.
“ჩვენი კლუბი რაფაელ მარკესს “ჰელას ვერონაში” წარმატებებს უსურვებს”, – ვკითხულობთ “ლეონის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მარკესს თავის დროზე “მონაკოსა” და “ბარსელონაში” უთამაშია. მექსიკელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნა.