“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, მიიჩნევს, რომ ფაბინიოს დამატებით “მერსესაიდელებმა” არა მარტო პროფესიონალი ნახევარმცველი, არამედ დიდებული პიროვნებაც შეიძინეს.
“ფანტასტიკური ფეხბურთელი და ამავდროულად ფანტასტიკური პიროვნება დავიმატეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრანსფერით. მისი მიდგომა ვარჯიშზე, თამაშისას ყველასათვის სანიმუშოა. მისი ოჯახიც ძალიან თბილი და საყვარელია – ასეთი პიროვნების დამატებით ჩვენი გასახდელი კიდევ უფრო ძლიერდება.
მას საკმარისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები აქვს, რომ რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს – “ორიანის”, “ოთხიანისა” და “რვიანის” როლში. ყველაფერთან ერთად, ის ტაქტიკური თვალსაზრისითაც ძალიან ჭკვიანია და ჩვენს გუნდს ახალ ეტაპზე აიყვანს. ასეთი რამის თქმა ბევრ ფეხბურთელზე არ შემიძლია,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.