როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ლიგის 2-ში “მერანმა” საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მიიღო, სადაც ფოთის “კოლხეთის” დამარცხება ვერ შეძლო და საქართველოს რანგით მეორე დივიზიონში დარჩა.
აღმოჩნდა, რომ 2017 წლის საფეხბურთო სეზონი, მოთამაშის სტატუსით, უკანასკნელი იყო მარტვილელთა კაპიტნისათვის, სერგი ორბელაძისთვის, რომელმაც კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას “მერანის” ოფიციალური Facebook გვერდი აქვეყნებს. სერგი მარტვილელთა რიგებში 2014 წლიდან თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ორბელაძე სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში”, ბოლნისის “სიონში”, რუსთავის “მეტალურგში”, “ცხინვალში” და გორის “დილაში” გამოდიოდა. მას ასევე უთამაშია უკრაინის მარიუპოლის “ილიჩევეცში”, მოლდოვის “დაჩიაში” და აზერბაიჯანის “სტანდარდში”.