გაბრაზებულმა გვარდიოლამ მეტოქე გუნდის მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა

მოგეხსენებათ, 6 აგვისტოს მიუნხენის “ბაიერნი” მლს-ის “ოლ სტარსს” დაუპირისპირდა.

თამაშის მიმდინარეობისას ოსვალდო ალონსომ ბავარიელთა ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რამაც პეპ გვარდიოლა გააღიზიანა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი მან მოედანი ისე დატოვა, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელისათვის ხელიც არ ჩამოურთმევია, ხოლო ჟურნალისტებთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ კოლეგა არ დაუნახავს.