“სელტას” საყრდენი ნახევარმცველი ბორხა ოუბინია მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო ოთხ თვეს გამოტოვებს. კლუბის ოფიციალურ საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა.
ახლა ბორხა სარეაბილიტაციუ კურსი ელის. კლუბში იმედოვნებენ, რომ ოუბინია მოედანზე გასვლას დეკემბრის დასაწყისში შესძლებს მოედანზე გასვლას.
გასულ სეზონში 32 წლის ნახევარმცველმა “სელტას” შემადგენლობაში პრიმერას 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.