კალუ ლილს ემშვიდობება

L’Equipe – ის ცნობით სოლომონ კალუ “ლილს” ტოვებს. საქმე იმაშია, რომ ფრანგული კლუბი ფეხბურთელის მაღალ ხელფასს ვეღარ იხდის.

მიუხედავად დიდი სურვილისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსის, “ლილს” კოტ დივუარელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებ.ა კალუს ინგლისში სურს დაბრუნება, სადაც “ჩელსის” შემადგენლობაში 2006-2012 წლებში ასპარეზობდა.

“ლილის” ღირსებას კალუ ორი სეზონის განმავლობაში იცავდა. აფრიკელმა 66 მატჩში 30 გოლის გატანა მოახერხა.