“ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის გამართული ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი ბაქოური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ბეიუქაღა გაჯიევმა გააკეთა.
ბეიუქაღა გაჯიევი: “ჩიხურას” თამაში ცოტა ადრე რომ დაეწყო, შედეგი სხვანაირი იქნებოდა. თუმცა, გამოუყენებელი შანსები ჩვენც გვქონდა. მეტოქემ მხოლოდ 1:3-ზე შეგვიტია, ამ დროს უკვე გვიანი იყო.
აზერბაიჯანულ და ქართულ ფეხბურთს შორის დიდი სხვაობაა. ყველამ კარგად იცის, რომ აზერბაიჯანში მომუშავე ქართველები ჩვენზე დაბალი დონის სპეციალისტები არიან.”