“ღამურებმა” შესაძლოა გარი ნევილს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ

Fichajes-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა გარი ნევილისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს აქტიურად განიხილავს.

როგორც იცით, ნუნოს წასვლის შემდგომ, “ღამურებმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-მცველთანც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმეს. თუმცა, ნოემბერში მოსულმა ნევილმა პირველ 9 მატჩში გუნდი საძაგლად ათამაშა.

თუმცა, ბოლო დროს “ვალენსიას” თამაში გაუმჯობესდა – კლუბმა ზედიზედ ორი მოგება ჩაიწერა ესპანურ ჩემპიონატში, რასაც დაემატა ევროპის ლიგაზე “რაპიდის” განადგურება (6-0). ასე რომ, კლუბის ხელმძღვანელობას ბევრი ფიქრი მოუწევს.

გარი ნევილს გათავისუფლება „ვალენსიას“ უახლოესი მატჩის შემდეგ ემუქრება

როგორც ესპანური „მარკა“ იუწყება, გარი ნევილი, შესაძლოა, „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უკვე „ესპანიოლთან“ პრიმერა დივიზიონის უახლოესი მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ. წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ „სქაი სპორტსის“ ყოფილი ექსპერტის შესაძლო შემცვლელიც იპოვა და „ესპანიოლთან“ მარცხის შემთხვევაში, მის ადგილს 39 წლის კურო ტორესი დაიკავებს, რომელიც ამჟამად „ვალენსიას“ მეორე გუნდ „მესტალიას“ თავკაცობს.

ცნობისთვის, გარი ნევილის მოსვლის შემდეგ „ვალენსიამ“ 9 მატჩიდან ვერც ერთი მოიგო, „ბარსელონასთან“ თასის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში კი ანგარიშით 0:7 განადგურდა.

აქამდე ესპანური პრესა ნევილის შესაძლო შემცვლელად ხუანდე რამოსსაც განიხილავდა.

“ბარსელონა” ვალენსიაში მესის, ნეიმარისა და სუარესის გარეშე გაემგზავრა

ლუის ენრიკეს “ბარსელონას”  “ვალენსიასთან” დაპირისპირება გუნდის შემტევი ტრიოს, მესის, ნეიმარისა და სუარესი გარეშე მოუწევს.

როგორც იცით, საუბარია კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე, რომელსაც ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ამის მიზეზი “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი გახლავთ , სადაც კატალონიელებმა გარი ნევილის გუნდი 7-0 გაანადგურეს.

სუარესი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ახერხებს მატჩში მონაწილეობის მიღებას, ისევე როგორც ჟერარდ პიკე, ხავიერ მაშერანო და ანდრეს ინიესტა.

გარდა ამისა, გარი ნევილს არც კლაუდიო ბრავოზე, დანი ალვესზე, ხორდი ალბაზე, სერხიო ბუსკეტსა და არდა თურანზე არ ექნება სადარდებელი, რადგანაც მათი გამოყენება ლუის ენრიკემ საჭიროდ არ ჩათვალა.

კრესპო: “ძალზედ მოხარული ვარ, რომ ნევილი ესპანეთში ჩაფლავდა”

მილანის “ინტერისა” და ლონდონის “ჩელსის” ექს-შემტევმა, ერნან კრესპომ გარი ნევილზე ისაუბრა, რომლის ესპანური კარიერაც ისე ვერ აეწყო, როგორც ამ უკანასკნელს სურდა.

“ტელევიზორის წინ ჯდომა და მატჩის ყურება ადვილია, თუმცა მწვრთნელის სკამიდან ყველაფერი სხვაგვარად მოჩანს.

მოხარული ვარ, რომ გარი ნევილი ჩაფლავდა. მახსოვს, ის ტელევიზორის ეკრანიდან ძალიან სასტიკი და ულმობელი იყო სხვების მიმართ.” – განუცხადა “მოდენას” თავკაცმა FOX Sports-ს.

გარი ნევილი: „მოდით, ჩემი სამუშაო ხუთ თვეში შევაფასოთ“

„ველანსიას“ მთავარმა მწვრთნელმა გარი ნევილმა „ბეტისთან“ ანგარიშით 0:1 წაგებული მატჩი შეაფასა.

„წაგება არ დავიმსახურეთ. შეცდომის გამო დავამრცხდით. კარგი მომენტები გვქონდა, რომელთა გამოყენება ვერ მოვახერხეთ. შევეცდები, შექმნილი სიტუაცია გამოვასწორო.

ეს რთულ მდგომარეობაში მყოფი გუნდების შეხვედრა იყო, თუმცა, არამგონია, „ვალენსიამ“ გადარჩენისათვის იბრძოლოს.

მოდით, ჩემი სამუშაო არა ხუთ კვირაში, არამედ, ხუთ თვეში შევაფასოთ“, – ციტირებს ნევილს ესპანური „მარკა“.

“ვალენსია” ვილაშ-ბოაშის კანდიდატურასაც განიხილავს

ესპანურ, გავლენიან გამოცემა As-ს თუ დავუჯერებთ, “ღამურები” ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურასაც განიხილავენ.

როგორც იცით, ამჟამად ესპანურ კლუბს გარი ნევილი ხელმძღვანელობს, რომლის თავკაცობითაც “ვალენსია” საშინლად ასპარეზობს. ეს ყველაფერი კი კლუბის ქომაგების უკმაყოფილებას იწვევს, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ გუნდი მინიმუმ ოთხეულისთვის იბრძოლებდა.

წყაროს ცნობით, კლუბის დირექტორი, ხესუს გარსია პიტარჩი ამ დროისთვის მხოლოდ რაფაელ ბენიტესისა და ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც სეზონის ბოლოს “ზენიტს” დატოვებს.

 

ნევილი: „მარტიალმა ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა გარი ნევილმა, რომელიც ამჟამად ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრია და პარალელურად ტელეექსპერტად მუშაობს, „წითელი ეშმაკების“ ახალწვეულ ანტონი მარტიალზე ისაუბრა.

„პირველივე კვირებში მან აჩვენა, რომ გოლების გატანის ნიჭი აქვს. არც კი შემეძლო იმის წარმოდგენა, რომ ანტონის ასეთი თამაშის ჩვენება შეუძლია, რადგან აქ გადასვლამდე 70 მატჩში მისი მონაგარი 15 გოლს შეადგენდა.

ბოლო შეხვედრებში მისი გამოსვლა ყველაფერზე მეტყველებს. მარტიალმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – განაცხადა ნევილმა.

გარდაიცვალა გარი ნევილის მამა

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნის გარი ნევილის მამა ნევილ ნევილი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა, რომელიც ნევილს რამდენიმე დღის წინ ავსტრალიაში ჩასვლისას ჰქონდა. ნევილი ავსტრალიაში ქალიშვილ ტრეისისთან და ინგლისის ნეტბოლის ნაკრების მთავარ მწვრვრთნელთან ერთად ჩავიდა, სადაც ამ სპორტის სახეობის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს.

მამის ინფარქტის შესახებ გაგების შემდეგ გარი თავის ძმასთან ფილთან ერთად ავსტრალიაში მომენტალურად გაფრინდა. სამწუხაროდ, ექიმებმა ნევილის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გარი ნევილის რჩევა ვან გაალს

„მანჩესტერ იუანიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელ თავკაც გარი ნევილს მიმდინარე სეზონში 4-4-2 სქემით თამაშის გაგრძელებას ურჩევს,

„3-5-2 სქემის დროს „იუნაიტედი“ ბურთს ბევრს ფლობს, თუმცა პასები, ძირითადად, უკან კეთდება. ბოლო კვირებში „მანჩესტერი“ ძალიან პროგნოზირებადია. შაბათს, ტაქტიკის შეცვლის შემდეგ, გუნდი უფრო სახიფათო გახდა. გულშემატკივრებს სურთ, რომ იგი ჯერ დამაჯერებლად იმარჯვებდეს, შემდეგ კი პრესინგს მიმართავდეს“, – განაცხადა ნევილმა.

გარი ნევილმა ჯეკ უილშირს ყურსასმენები მოახსნევინა (ვიდეო)

შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დაწყების წინ ჯეკ უილშირი “გახურებისას” ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა, მასთან კი მალე გარი ნევილი გაჩნდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო ათი ვარსკვლავი სერ ალექს ფერგიუსონის ერაში

“მანჩესტერ იუნაიტედს” არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლია. სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერულ კლუბში ძალიან დიდი დრო გაატარა და ცხადია, მის გუნდში ბევრ ვარსკვლავს უთამაშია.

Daily Mail-მა ფერგიუსონის ერაში ათი საუკეთესო ვარსვკლავი დაასახელა.

10. ბრაიან რობსონი

1412850340695_Image_galleryImage_Bryan_Robson_20_May_1990_

9. გარი ნევილი

1412850455152_Image_galleryImage_Gary_Neville_celebrates_a

8. პეტერ შმეიხელი

1412850717185_wps_3_Manchester_United_goalkee

7. უეინ რუნი

1412848782341_wps_70_WAYNE_ROONEY_Manchester_U

6. დევიდ ბექჰემი

1412851024643_Image_galleryImage_David_Beckham_celebrates_

5. როი კინი

1412845227982_wps_34_Roy_Keane_of_Manchester_U

4. პოლ სქოულზი

1412846952122_wps_52_FILE_This_is_a_Saturday_J

3. კრიშტიანო რონალდუ

1412847076825_wps_56_MOSCOW_MAY_21_Cristiano_R

2. ერიკ კანტონა

Cantona_2387428b

1. რაიან გიგზი

1412848255651_Image_galleryImage_Manchester_United_s_Ryan_

გარი ნევილი: “ვერ გამიგია, რატომ გაყიდა “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი “არსენალში”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიჰყიდა კლუბმა დანი უელბეკი ლონდონის “არსენალს”. ნევილისთვის ამ ტრანსფერის ღირებულებაც გასაკვირია.

“ვერ გამიგია, რატომ გაყიდა “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი. ამ ზაფხულს მომხდარი ტრანსფერების ღირებულებების გათვალისწინებით, ჩემთვის გაუგებარია, როგორ იყიდა “არსენალმა” ეს ფეხბურთელი მხოლოდ 16 მილიონ ფუნტ სტერლინგად. კლუბები მარცხენა და მარჯვენაფლანგელ მცველებს 15 მილიონად ყიდულობენ და “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი მხოლოდ 16 მილიონად დათმო. უცნაურია. გუნდი დატოვა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რომელიც საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” უშუალო კონკურენტს შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებაში ლოგიკას ვერ ვხედავ”, – ციტირებს ნევილის სიტყვებს “თოქსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ დანი უელბეკი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “არსენალში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გადავიდა.