“ლივერპული” მილანის “ინტერის” მცველ ანდრეა რანოკიათი დაინტერესდა. მერსისაიდული გუნდი დაცვაში არსებული საკადრო პრობლემების მოგვარებას სწორედ იტალიელი ფეხბურთელის დამატებით აპირებს.
27 წლის მცველის თავისთან გადაბირება “ნორვიჩ სიტისაც” სურდა და მის სანაცვლოდ 7 მილიონ ფუნტ სტერლინგსაც იხდიდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა უარი განაცხადა.
ანდრეა რანოკიას მიმართ ინტერესს “ბოლონია” და “სამპდორიაც” აფიქსირებენ.