“რუსთავმა” “სამტრედია” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში “რუსთავი” “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

“მიხეილ მესხზე” მიმდინარე მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გახსნა. ამ შემთხვევაში საგოლე პასი ლევან გეგეჭკორმა მიითვალა. თუმცა, 37-ეზე სამტრედიელთა მხრიდან, ანტე გიმ გაათანაბრა თერთმემეტრიანის ნიშნულიდან. მეორე ნახევარში, 75-ეზე გიორგი პაპავას გადაცემის შემდეგ, ოთარ მარცვალაძემ დუბლი შეასრულა და “რუსათაველებს” გამარჯვება მოუტანა.

ამ მოგების შემდეგ ვარლამ კილასონიას შეგირდებს 20 ქულა დაუგროვდათ და მეექვსე ადგილს იკავებენ. ხოლო, “სამტრედია” ცხრა ქულით ბოლოზეა.

ვარლამ კილასონია: “მეგობრული ატმოსფერო – ამის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო რაიმეს მიღწევა”

“რუსთავი” ელიტას დაუბრუნდა. ეროვნული ლიგა 2-ის პირველი და თუნდაც მეორე წრის შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ვარლამ კილასონიას გუნდს მარტვილის “მერანისთვის” გადაესწრო, მაგრამ რუსთაველები ნელ-ნელა ეწეოდნენ ლიდერს და საბოლოოდ, გადაასწრეს კიდეც.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას ვესაუბრეთ. რუსთაველ კაცს, “მეტალურგისა” და “გორდას” ყოფილ ლიდერს, ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ნახევრის საუკეთესო მწვრთნელს.

რუსთავის გუნდი საუკეთესოთა შორის დაბრუნდა. უპირველესად, რის ხარჯზე?

ერთიანობა, მეგობრული ატმოსფერო… ამის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო რაიმეს მიღწევა. რაც შეეხება სათამაშო ასპექტებს, მარათონული სეზონი 36 თამაშს მოიცავდა და ძალები სწორად გადავანაწილეთ.

საამისოდ ორი თითქმის სრულფასოვანი შემადგენლობაა საჭირო…

დიახ. ამიტომაც ვთქვი, ძალები სწორად გადავანაწილეთო. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. 22 ფეხბურთელი გვყავდა და თითოეულმა შეიტანა წვლილი გამარჯვებაში. არაფერს ვამბობ მეკარეებზე. გამოკვეთილად პირველი ან მეორე ნომერი არცერთი ყოფილა: მიხეილ ალავიძესაც და მირზა მერლანსაც ერთნაირად ვენდობოდით.

დათა სიჭინავას ადრე უმაღლეს ლიგაში უთამაშია და ახალი სახე არ გახლავთ ჩვენს ჩემპიონატში, მაგრამ წლეულს მოლოდინს გადააჭარბა. როგორ მოახერხა ეს და პირადად თქვენ რაში დაეხმარეთ?

ამას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, მინდორზე თავისუფლება მივეცი და ვცდილობდი, შავი სამუშაო რაღაც დოზით ამერიდებინა. ვენდე და გამიმართლა. სიჭინავათი ძალიან კმაყოფილი ვარ, ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

რჩება გუნდში?

ჯერ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.

ხმები გავრცელდა, “რუსთავი” საკმაოდ გაძლიერდება და სამეულისთვის იბრძოლებსო. არის რაიმე ძვრები კერძო სპონსორის მხრივ?

არ ვიცი, ეს ხმები საიდან ვრცელდება. შემადგენლობა ჯერ უცვლელია. კონტრაქტი ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არავინ წასულა. არც ახალწვეული გვყავს.

“ფოლადის” სტადიონის საკითხზე: ეროვნულ ლიგაში ასეთ საფარზე ვერ ითამაშებთ.

სტადიონი მეტალურგიის მფლობელობაშია. ყველა ელის, რომ სტადიონი ან ქალაქის მერიის, ან კერძო სპონსორის ხელში გადავიდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც დაგვეხმარება. დიდი ალბათობით, დროებით სადმე გადაბარგება და სტადიონის ქირაობა მოგვიწევს.

რატომ?

დაახლოებით, მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება ჩემპიონატი. ახალი საფარის დაგებას კი დრო სჭირდება.

როდის შეიკრიბებით?

20 დეკემბერს. ახალ წლამდე ვივარჯიშებთ, შემდეგ, დაახლოებით 10 იანვრამდე დავისვენებთ და მზადებას გავაგრძელებთ. უცხოურ შეკრებას რაც შეეხება, სურვილი გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, რა როგორ იქნება.

Eliga.Ge

ეროვნულ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, უკვე დასრულდა საქართველოს რანგით მეორე დივიზიონი, სადაც ჩემპიონობა რუსთავის “რუსთავმა” მოიპოვა და შემდეგი სეზონიდან ისინი ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზებენ.

ასევე ცნობილი გახდა ეროვნულ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ვინაობა. არავის გაუკვირდება, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დათა სიჭინავა დასახელდა, რომელიც 30 გოლით ასევე საუკეთესო გოლიადორიც გახდა. “რუსთავის” კაპიტანმა მის მდევრებს დიდი სხვაობით გაასწრო. სიჭინავა ჯარიმების უბადლო შემსრულებელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციას, ის ასევე “რუსთავის” წარმომადგენელს, ვარლამ კილასონიას გადაეცა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა მიმდინარე სეზონში საუცხოოდ იასპარეზა და 83 ქულით გათამაშების გამარჯვებულიც გახდა.

ვარლამ კილასონია: “არ ვიცით შევძლებთ თუ არა ჩემპიონატის ჩამთავრებას”

“დინამო თბილისი” – “მეტალურგის” დასრულების შემდეგ შეხვედრა გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ვარლამ კილასონიამ და კახა გოგიჩაიშვილმა შეაფასეს.

ვარლამ კილასონია (“მეტალურგი”): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ძალიან პასიურად დავიწყეთ. მეტოქეს ბევრის უფლებას ვაძევდეთ, რის გამოც დავისაჯეთ. ვეცადეთ გარდატეხი შეგვეტანა, მაგრამ დინამო ჩვენზე ძლიერი გუნდია და ამის გაკეთება ვერ შევძელით. თამაში სუსტად ჩავატარებთ, მაგრამ გუნდში არსებული მდგომარეობის გამო ბიჭებს მეტს ვერც მოვთხოვ. ჯერჯერობით სასიკეთო არაფერია და არც ვიცით შევძლებთ თუ არა ჩემპიონატის ჩამთავრებას”

კახა გოგიჩაიშვილი (“დინამო თბილისი”): “იმედი მაქვს მეტალურგში უახლოეს მომავლში ვითარება გასმოწორდება. ჩვენთვის კი ყველა თამაში მნივნელოვანია. მოტივირებულები ვიყავით და პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. მეორე ანხევარში მოვდუნდით მაგრამ მთლინობაში მთავარია, რომ სამი ქულა ავიღეთ.”

ვარლამ კილასონია: “მსაჯს გადაწყვეტილება მალევე რომ მიეღო, ვითარება არ დაიძაბებოდა”

რუსთავის “მეტალურგსა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მატჩი მასპინძელტა მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ შეაფასა.

ვარლამ კილასონია: “გუნდში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რთული თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით და მეორე ნახევარში მატჩში გარდატეხა ცვლილებებით შევიტანეთ. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ვართ და ჩვენს ბიჭებს დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ აქვთ. დღეს მათ ბოლომდე იბრძოლეს და შედეგიც მიიღეს. 

არჩათვლილი გოლის ეპიზოდი კარგად ვერ დავინახე, თუმცა მსაჯს გადაწყვეტილება მალევე რომ მიეღო, ვითარება არ დაიძაბებოდა. 

კლუბში ფინანსური სიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია, მაგრამ ფეხბურთელებს საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვთ. მოთამაშეების დამატების სურვილი ნადმვილად გვაქვს, თუმცა ისინი ჩვენს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ” 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო