ვარლამ კილასონია: “მსაჯს გადაწყვეტილება მალევე რომ მიეღო, ვითარება არ დაიძაბებოდა”

რუსთავის “მეტალურგსა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მატჩი მასპინძელტა მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ შეაფასა.

ვარლამ კილასონია: “გუნდში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რთული თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით და მეორე ნახევარში მატჩში გარდატეხა ცვლილებებით შევიტანეთ. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ვართ და ჩვენს ბიჭებს დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ აქვთ. დღეს მათ ბოლომდე იბრძოლეს და შედეგიც მიიღეს. 

არჩათვლილი გოლის ეპიზოდი კარგად ვერ დავინახე, თუმცა მსაჯს გადაწყვეტილება მალევე რომ მიეღო, ვითარება არ დაიძაბებოდა. 

კლუბში ფინანსური სიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია, მაგრამ ფეხბურთელებს საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვთ. მოთამაშეების დამატების სურვილი ნადმვილად გვაქვს, თუმცა ისინი ჩვენს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ” 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო