სტეკელენბურგი: “იაგიელკამ რესტორანში ფული ჩემ მაგივრად გადაიხადოს”

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “ევერტონს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ლივერპულელთა მეკარე მარტენ სტეკელენბურგმა ორი პენალტი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ორივე თერთმეტმეტრიანი ფილ იაგიელკას მიერ თამაშის წესის დარღვევის გამო დაინიშნა. მოგერიებული პენალტების შემდეგ სტეკელენბურგს ხუმრობის საბაბი მიეცა.

“თუ მატჩს მთლიანობაში გავაანალიზებთ, მაშინ საყაიმო შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. როგორ უნდა გადამიხადოს იაგიელკამ პენალტების მოგერიებისთვის მადლობა? მე მას ვეტყვი, რომ რესტორანში ფული ჩემ მაგივრად გადაიხადოს”, – ციტირებს სტეკელენბურგის სიტყვებს “ბიბისი”.

ოფიციალურად: “მონაკომ” სტეკელენბურგი ინათხოვრა

“ფულემის” მეკარე მარტენ სტეკელენბურგი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. “თეთრ-წითლებმა” 31 წლის კიპერი 1-წლიანი იჯარით აიყვანეს.

სტეკელენბურგი “მონაკოში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბის ნაწილი გავხდი. ჩემი ახალი გუნდისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ. კარიდან შორს თამაში მიყვარს, მოედნის მოთამაშეებსაც ვეხმარები ხოლმე”, – სტეკელენბურგის სიტყვები “მონაკოს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მარტენ სტეკელენბურგმა ინგლისის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 19 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა.