“ფულემის” მეკარე მარტენ სტეკელენბურგი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. “თეთრ-წითლებმა” 31 წლის კიპერი 1-წლიანი იჯარით აიყვანეს.
სტეკელენბურგი “მონაკოში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბის ნაწილი გავხდი. ჩემი ახალი გუნდისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ. კარიდან შორს თამაში მიყვარს, მოედნის მოთამაშეებსაც ვეხმარები ხოლმე”, – სტეკელენბურგის სიტყვები “მონაკოს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მარტენ სტეკელენბურგმა ინგლისის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 19 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა.