“სტოკ სიტის” ნახევარმცველმა იბრაჰიმ აფელაიმ პარასკევის ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიირო.
30 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და როგორც მიმდინარე გათამაშების დარჩენილ მატჩებს, ასევე მომავალი სეზონის გარკვეულ ნაწილს გამოტოვებს.
ინგლისის პრემიერლიგაში აფელაიმ 31 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.