“მანჩესტერ სიტიმ” საფრანგეთის ნაკრების მცველი დაიმატა

“მანჩესტერ სიტიმ” “პორტუში” მოთამაშე მცველი ელიაკიმ მანგალა დაიმატა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისელებმა 23 წლის ფრანგი მცველის სანაცვლოდ 32 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

“მანჩესტერ სიტი” ევროპის საუკეთესო კლუბთა სიაში შედის. ჩემთვის მნიშვნელოვანია განვითარება. “პორტუდან” “სიტიში” გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა, რომ ახალი ტიტულები მოვიგო. დარწმუნებული ვარ, ეს გამოგვივა. საკმაოდ ამბიციური ვარ და ამიტომაც ვიმყოფები აქ.
ვთვლი, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. აქ საკმაოდ სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, ბევრ გოლს იტანენ, რაც საყურებლადაც კარგია. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას”, – ციტირებს მანგალას სიტყვებს “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებგვერდი.

ელიაკიმ მანგალამ გასულ სეზონში “პორტუს” ფორმით 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.