“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა აღნიშნა, რომ დეილი ბლინდი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე დაცვის ხაზში.
“ბლინდი საყრდენ ნახევარმცველად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცენტრალურ მცველად, თუმცა ერიკ ბაისთან კარგ წყვილს ქმნის. ამიტომაც ვერ ხვდება შემადგელობაში კრის სმოლინგი.
ამის მიუხედავად, პრემიერლიგაში ბლინდის შესაძლებლობები შეზღუდულია. “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჰოლანდიელი ფეხბურთელი კევინ დე ბრეინეს დინამიკაში ვერ აჰყვა. გრძელვადიან პერსპექტივაში დაცვის ცენტრში ბაი-სმოლინგის წყვილის ხილვას ვისურვებდი”, – ციტირებს სქოულზის სიტყვებს Goal.com-ი.