მექსიკის ნაკრების თავდამსხმელი რაულ ხიმენესი მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა.
ესპანური “მარკას” ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდელებმა 10,5 მილიონი ევრო გაიღეს. მხარეებს შორის ექვსწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
რაულ ხიმენესი აქამდე მექსიკური “ამერიკას” ღირსებას იცავდა. მექსიკის ჩემპიონატი 19 ივლისს დაიწყო. ფეხბურთელმა მიმდინარე ტურნირის განვლილ ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლიც მიითვალა.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რაულ ხიმენესმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.