“მანჩესტერ სიტი” ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობს

მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტიში” ალექსის სანჩესის ტრანსფერი ჩაიშალა, “ქალაქელები” დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგზე გადაერთვნენ.

“სქაი სპორტსის” ცნობით, ინგლისური კლუბი მზად არის, გაბონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს. თავად ფეხბურთელიც სერიოზულად ფიქრობს “ბორუსიას” დატოვებაზე. 28 წლის მოთამაშემ ამას წინათ თქვა კიდეც, ჩემი კარიერული ზრდისთვის გუნდის გამოცვლა აუცილებელიაო.

შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ის 31 გატანილი გოლით გერმანიის ბუნდესლიგის გასული გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ობამეიანგი შესაძლოა “რეალში” აღმოჩნდეს

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კარიერა შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გააგრძელოს.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” იუწყება, რომ გერმანულ კლუბს ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი ალვარო მორატა სურს, თუმცა ესპანელი ფეხბურთელის დამატების პრიორიტეტული უფლება “რეალს” აქვს. შესაძლოა, “სამეფო კლუბმა” ეს უპირატესობა გამოიყენოს და “დორტმუნდს” ობამეიანგის სანაცვლოდ მორატა შესთავაზოს.

 

ვინ იბრძოლებს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის

დღეს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც კონტინენტის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.

აფრიკის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ერთმანეთს შეეცილებიან “ლილის” ნიგერიელი მეკარე ვინსენტ ენიამა, დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და “მანჩესტერ სიტის” კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე, რომელიც ბოლო სამი წელიწადია, ამ წოდებას არავის უთმობს.

წლის საუკეთესო აფრიკული ნაკრების ჯილდოზე წარდგენილნი არიან ალჟირის, ლიბიისა და ნიგერიის ეროვნული გუნდები.

 

ობამეიანგმა “ბაიერნის” კარში გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა

გერმანიის სუპერთასის მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 23-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა, მეორე კი – 62-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. გაბონელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, “სპაიდერმენის” ნიღაბი გაიკეთა.