38 წლის ალვარო რეკობამ კუთხურიდან ჩაახვია

27 სექტემბერს, ურუგვაის ჩემპიონატში “ნასიონალსა” და “მონტევიდეო უონდერერსს” შორის გამართულ მატჩში (2:0), 38 წლის ალვარო რეკობამ კუთხურიდან ჩაახვია.

ლიბერტადორესის თასი “სან ლორენსომ” მოიგო

ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებით მატჩში არგენტინულმა “სან ლორენსომ” პარაგვაული “ნასიონალი” დაამარცხა. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი არგენტინელებმა 1:0 იმარჯვეს. ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ნესტორ ორტიგოსამ გაიტანა.

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში “წმინდანებმა” 2:1 გაიმარჯვეს და არსებობის ისტორიაში პირველად სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბის სტატუსი მოიპოვეს.

“სან ლორენსო” (არგენტინა) — “ნასიონალი” (პარაგვაი) 1:0 (1:0)
გოლი: ორტიგოსა 35′ (პენ).

პირველი მატჩი: 1:1