შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ჯერჯერობით დარწმუნებული არ არის, დაეხმარება თუ არა საკუთარ ნაკრებს დევისის თასის გათამაშებაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს 32 წლის სპორტსმენს შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში არ უთამაშია.
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გადავწყვეტ, ვიტამაშებ თუ არა დევისის თასზე. მანამდე კი ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვისაც უნობია“, – განაცხადა ამჟამად პლანეტის მეექვსე ჩოგანმა.
ცნობისთვის, შვეიცარიისა და სერბეთი ნაკრებები ერთმანეთს 2014 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე დაუპირისპირდებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი