მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ფაბიო კოენტრაუ აცხადებს, რომ ოქროს ბურთის ფრანკ რიბერისათვის მიცემა არ შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ წელს, ოქრო ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად კრიშტიანო რონალდუ ითვლება.
“რა თქმა უნდა, მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მას ძალიან დიდი დრო გაუცდა. რაც შეეხება რიბერის, ჩემი აზრით, მას ოქროს ბურთი არ უნდა მისცენ, რადგან მხოლოდ 22 გოლი გაიტანა. შესაბამისად, ოქროს ბურთს რონალდუ იმსახურებს”, – ამბობს კოენტრაო.