ვან ბუიტენმა კარიერა დაასრულა

ბელგიელმა მცველმა დანიელ ვან ბუიტენმა კარიერა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფეხბურთელი უკანასკნელად მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა, მიმდინარე ზაფხულს ის თავისუფალი აგენტი გახდა და ბუცების ლურსმანზე დაკიდვაც გადაწყვიტა.

ვან ბუიტენს მშობლიური ქვეყნის კლუბი “ანდერლეხტი” ეპატიჟებოდა, თუმცა მან “თეთრ-იისფრებს” ბოდიშის მოხდით უარი უთხრა, ოჯახს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოო.