28 წლის მცველი მიგელ ტორესი კარიერას “მალაგაში” გააგრძელებს. მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი “1+2” სქემით გააფორმა.
მიგელ ტორესის წარდგენა 18 აგვისტოს შედგება.
ესპანელი ფეხბურთელი “რეალის” აღზრდილია და “ბლანკოსის” რიგებში ორი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. 2009 წელს ტორესი “ხეტაფეში” გადავიდა. გასული სეზონი ფეხბურთელმა ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გაატარა და საბერძნეთის ჩემპიონობაც დაიბევა.