მილანის “ინტერი” ეშლი იანგს შრომით ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” წერს.
როგორც მოგეხსენებათ, “ნერაძურიმ” ინგლისელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის იანვარში დაიმატა და მასთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც აღმოჩნდა, მხარეები ურთიერთთანამშრომლობით კმაყოფილნი არიან და ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებენ.
ეშლი იანგმა “ინტერის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.