ნატაშა ნიეჟკოს თამამი ფოტოსესია

ნატალია ნიეჟკო რუსული “ზორკის” მცველია. 23 წლის გოგონა თვის სიმპათიად აღიარეს და სპეციალური ფოტოსესიაც მოუწყვეს.

ნატაშა თვლის, რომ ქალი ფეხბურთელები გაცილებით აგრესიულები და ემოციურები არიან:

“მოედანზე ჩვენ, გოგონები უფრო აგრესიულები და შურისმაძიებლები ვართ, ვიდრე მამაკაცები. მაგალითად, თუ ვინმე დამარტყავს, აუცილებლად დავიმახსოვრებ მის ნომერს და სამაგიეროს გადავუხდი”.

შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ ნატალია ნიეჟკოს, რომელიც ბევრ მოდელს არ ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება კიდეც, პირველად ჰქონდა ფოტოსესია, რასაც ახალგაზრდა რუსმა ფეხბურთელმა თავი მშვენივრად გაართვა.

“ყოველთვის მეგონა, რომ ფოტოებზე კარგად არ გამოვიყურებოდი. ეს ფოტოსესია ჩემთვის მართლაც უცნაური რამ გახლავთ, მაგრამ მომწონს”, – აღნიშნა ნატაშამ.

ნატალია ნიეჟკოს სამოდელოდ ბევრი დრო ნამდვილად არ აქვს, მისი გუნდი ჩემპიონატის ლიდერია და უახლოეს მადევართან ქულათა სხვაობის გაზრდა მართებს.

აქვე გთავაზობთ ნატალიას რამდენიმე ფოტოს.