“მილანის” მცველების ალყაში მოქცეულმა ფეხბურთელმა გოლი მაინც გაიტანა

“ვალენსიასა” და “მილანს” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:1) ესპანური გუნდის თავდამსხმელმა როდრიგომ თვალსასეირო გოლი გაიტანა. “როსონერის” მცველების ალყაში მოქცეული ესპანელი ფეხბურთელი არ შეშინდა, სასურველ პოზიციაზე გადაინაცვლა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.