“პსჟ”-მ ვან დერ ვილს გაუხანგრძლივა

ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი პარიზში რჩება.

L’Equipе-ის ინფორმაციით, გრეგორი ვან დერ ვილს, რომელსაც კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს უსრულდებოდა, ან პარიზელებთან 2018 წლამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ გრეგორი “პსჟ”-ს 2012 წელს გადავიდა “აიაქსიდან”. გასულ სეზონში ჰოლანდიელმა 25 მატჩში სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთხელ გაიტანა.

ასევე, 27 წლის უკანახაზელის აქტივში ნაკრებში 42 მატჩია.

ვან დერ ვილი: „პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა გრეგორი ვან დერ ვილმა ლორან ბლანთან კონფლიქტი უარყო და აღნიშნა, რომ პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

„პსჟ-ში ბედნიერი ვარ. კლუბი, ქალაქი და თანაგუნდელები ძალიან მომწონს. აქ ყველაფერი მაწყობს და წასვლის მიზეზებს ვერ ვხედავ. კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს. თუ მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში არ დამაყენებს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, მზად ვარ, გუნდს ნებისმიერ მომენტში დავეხმარო“, – განაცხადა ვან დერ ვილმა.

პარიზელებმა იბრაჰიმოვიჩი, მოტა და ვან დერ ვილი დაკარგეს

“ბასტიასთან” გამართული მატჩის შემდეგ (2:0) პარიზელების სამი ფეხბურთელი დაშავდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო მოტა და გრეგორი ვან დერ ვილი უახლოეს მატჩებს გამოტოვებენ.

გუშინ, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დაზიანებები საკმაოდ მნიშვნელოვანი ყოფილა. აღსანიშნავია, რომ მოტა და ვან დერ ვილს ტრავმა ბრანდაომ მიაყენა.

მოთამაშეების მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.