ავსტრალიაში, ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში შესანიშნავი გოლი გავიდა.
ჭდე: სიდნეი
დელ პიერო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ, რომელმაც “სინდეი” ცოტა ხნის წინათ დატოვა, განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.
“მოცემული ალტერნატივებიდან ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი უნდა ამოვირჩიო. თამაშს გავაგრძელებ. მესმის, რომ 90 წლამდე ფეხბურთს ვერ ვითამაშებ, თუმცა საკმარისად კარგ ფორმაში ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთი სეზონი ჩავატარო. სწორედ ამას ვაპირებ”, – ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს “ტუტო მერკატო”.
39 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ავსტრალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
დელ პიერო ფორმაშია: ლეგენდარული იტალიელის შესანიშნავი გოლი
6 მაისს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “სიდნეიმ” საკუთარ მოედანზე “ველინგტონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, “სიდნეის” ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა და ამავე დროს, ერთი საგოლე პასიც გააკეთა.
კარებში ჩამდგარი 11 ფეხბურთელი
15 თებერვალს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “სიდნეიმ” საკუთარ მოედანზე “პერტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ერთ-ერთ ეპიზოდში, “სიდნეის” თერთმეტივე ფეხბურთელს კარებში ჩადგომა მოუწია.
დელ პიერო “სიდნეის” მწვრთნელად?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, ალესანდრო დელ პიერომ ფეხბურთის თამაშს თავი დაანებოს და მწვრთნელობა დაიწყო.
Sport Mediaset-ი ირწმუნება, რომ დელ პიერო ზაფხულში “სიდნეისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც იტალიელ ვეტერანს მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსი მიეცემა.
იტალიური Sky-ს ცნობით, დელ პიეროს გადაბირების სურვილი იტალიურ კლუბებსაც სურთ, ხოლო ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანებლობას უნდა, რომ მან კლუბში იმუშავოს.
დელ პიერო მშვენიერი ფინტი “მელბურნთან” მატჩში
ავსტრალიის ჩემპიონატში, “მელბურნსა” და “სიდნეის” შორის გამართულ შეხვედრაში (0:5), “სიდნეის” იტალიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, დელ პიერომ რამდენიმე მეტოქე მოატყუა.
დელ პიეროს მიერ საშინლად შესრულებული საჯარიმო
18 იანვარს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “სიდნეისა” და “მარინერს” შორის გამართულ შეხვედრაში, “სიდნეის” თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ ჯარიმა ცუდად შეასრულა.
წაქცეულმა დელ პიერომ მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი მოატყუა
26 დეკემბერს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “სიდნეისა” და “ბრისბეინს” შორის გამართულ შეხვედრაში, “სიდნეის” იტალიელმა თავდამსხმელმა, წაქცეულ მდგომარეობაში მყოფმა ალესანდრო დელ პიერომ მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა.