“ბარსამ” გულშემატკივრებს ახალწვეულები წარუდგინა და “ლეონი” გაანადგურა

“ბარსელონამ” გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეულები წარუდგინა, რომელთა შორის ლუის სუარესიც იყო.

კატალონიურმა გუნდმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შემდეგი ფეხბურთელები დაიმატა: კლაუდიო ბრავო, ხორდი მასიპი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟერემი მატიე, ტომას ვერმალენი, რაფინია, ივან რაკიტიჩი და სუარესი.

გულშემატკივარი გუნდის ახალწვულებს აპლოდისმენტით შეხვდა.

აღნიშნული ცერემონია გამპერის თასის ამხანაგურ ტურნირზე “ბარსელონასა” და “ლეონს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე შედგა. ცნობისთვის აღნიშნულ შეხვედრაში “ბარსამ” ანგარიშით 6:0 იმარჯვა. გოლები გაიტანეს: მესი (3′), ნეიმარი (12′, 44′), მუნირი (55′, 78′), სანდრო რამირესი (89′). სუარესი მოედანზე 77-ე წუთზე შეუშვეს.