უეინ რუნის მეუღლე, კოლინ რუნი ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს გამოექომაგა, რომელიც მალტასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ (2-0) ნაკრებიდან დააქვეითეს.
ამასთანავე, 30 წლის ინგლისელი ვერც “მანჩესტერში” ახერხებს სამწვრთნელო შტაბის მოხიბლვას, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მას ბოლო ორი მატჩიდან არცერთი არ დაუწყია ძირითადი შემადგენლობიდან.
კოლინ რუნიმ კი ამ ყველაფრით გამოწვეული უკმაყოფილება სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატა: “მომწონს, ყველას თავისი აზრი რომ გააჩნია. ცხოვრება ხანმოკლეა, მოეშვით, ხალხს შესვენების საშუალება მიეცით. ზოგს ავიწყდება, რომ სხვებსაც აქვს გრძნობები.”
Love the way Anyone & Everyone has to have an Opinion. Lighten up, life is short, give people a break. Some forget others have feelings too.
— Coleen Rooney (@ColeenRoo) October 10, 2016
ხოლო, როდესაც “მანჩესტერის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თანხის იმ რაოდენობას გაუსვა ხაზი, რომელსაც რუნი ხელფასის სახით იღებს, კოლინმა თავი ვეღარ შეიკავა და ასეთი პასუხი გასცა მას: “მოკეტე, იდიოტო.”
@VintageAnder shut up you absolute idiot
— Coleen Rooney (@ColeenRoo) October 10, 2016