ინტერი პოდოლსკის გამოსყიდვას არ აპირებს

“ინტერჯი” “არსენალიდან” განათხოვრებული ლუკაშ პოდოლსკი სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით ლონდონს დაუბრუნდება.

TuttoMercatoWeb-ის ცნობით, მილენელები თვლიან, რომ ფეხბურთელში 7 მილიონი ევროს გადახდა მიზანშეწონილი არ იქნება.

პოდოლსკიმ სერია А-ში 10 თამაშის ჩატარება მოასწრო, თუმცა გოლის გატანა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

პოდოლსკის “ინტერში” ელიან

“არსენალის” ფორვარდი ლუკაშ პოდოლსკი “ინტერში” გადავა. Gazzetta dello Sport-ის ცნობით კლუბებმა ყველაფერზე მოილაპარაკეს და უახლოეს მომავალში საიჯარო ხელშეკრულებასაც გააფორმებენ. აღსანიშნავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “ინტერს” ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესობა მიენიჭება.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იტალიაში პოდოლსკის ანაზღაურების შემცირება ესლის.

ფეხბურთელს მილანში დღეს ელიან, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

 

ვენგერი: “ინტერის წინადადება სასაცილო იყო”

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ლუკაშ პოდოლსკის სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა. გუშინ, ლონდონელებმა “ინტერისგან” პირველი წინადადება მიიღეს.

“პირველი წინადადება უბრალოდ სასაცილო იყო. შემდეგ მილანელებმა უფრო სერიოზული განცხადება გააკეთეს. პოდოლსკის “ინტერში” გადასვლა გადაწყვეტილი ჯერ არაა, თუმცა გამორიცხული არაფერია” – განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ მილანურ კლუბს “მეთოფეთა” გერმანელი შემტევის გადაბირება იჯარის წესით სურთ.

პოდოლსკი: “არსენალიდან წასვლას ვაპირებ”

ლონდონის “არსენალის” ფორვარდი ლუკაშ პოდოლსკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისური კლუბის დატოვებას აპირებს.

“არსენალთან კონტრაქტი 2016 წლამდე მაქვს. ლონდონში თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. თუმცა, კლუბის ხელმძღავნელობასთან დალაპარაკებას მაინც ვაპირებ. ფეხბურთი თამაშის გამო მიყვარს და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომის გამო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები” – განაცხადა პოდოლსკიმ.

მიმდინარე სეზონში პოდოლსკიმ პრემიერლიგაში მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ჭორებს.

ჩელსი ვან გინკელს მილანში არ უშვებს

ლონდონის “ჩელსიმ” მარკო ვან გინკელის “მილანში” განათხოვრებაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილება პირადად ჟოზე მოურინიომ მიიღო და ფეხბურთელს ლონდონში დარჩენა ურჩია.

გუარინს მანჩესტერში სურს 

“ინტერის” კოლუმბიელ ნახევარმცველ ფრედი გუარინს კარიერის გაგრძელება “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს. ფეხბურთელის მიმართ ინტერეს “ზენიტიც” იჩენს, რომელიც მას საკმაოდ სარფიან კონტრაქტს სთავაზობს.

იუნვეტუსი შაქირით დაინტერესდა

ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში “ბაიერნის” ნახევარმცველი ჯერდან შაქირი მოხვდა. შვეიცარიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მასიმილიანო ალგერის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ბენატია “ბაიერნს” უახლოვდება

უცხოური პრესის ცნობით ორშაბათს “რომას” მცველი მეჰდი ბენატია “ბაიერნის” ფეხბურთელი გახდება. ტრასნფერის ღირებულება 30 მილიონი ევროა.

პოდოლსკი ნაპოლის ინტერესთა სფეროშია

“ნაპოლი” შეტევის გაძლიერებას ლონდონის “არსენალის” და გერმანიის ნაკრების შემტევით, ლუკაშ პოდოლსკით აპირებს. “მეთოფეები” მზად არიან ფეხბურთელს შეელიონ, თუმცა ამ ეტაპზე იტალიური კლუბი პოდოლსკის მაღალი ხელფასის გადახდას ვერ ახერხებს.

ლუკაშ პოდოლსკის ემოციური გოლის აღნიშვნა

26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “მეთოფეთა” მხრიდან, ერთ-ერთი გოლი ლუკაშ პოდოლსკიმაც გაიტანა, რომელმაც შედეგიანი დარტყმა საკმაოდ ემოციურად აღნიშნა.