ოქრიაშვილმა გენკს მოაგებინა

საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა “გენკსა” და “გენტს” შორის გამართული ბელგიის ჩემპიონატის მატჩი, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

30-ე წუთისთვსი “გენკი” 2:0-ს იგებდა, თუმცა სტუმრებმა 5 წუთიან ინტერვალში ორი გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს.

მატჩის ბედი 67-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გადაწყვიტა. ქართველი ფეხბურთელი გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

გთავაზობთ ოქრიაშვილის გოლს და მატჩის მიმოხილვას: