ჯეიმს მილნერის კომენტარი “რომასთან” მატჩის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში რომის “რომა” მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში – 7-6 ინგლისელთა სასარგებლოდ და ფინალში სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა.

დაპირისპირების შემდეგ “ლივერპულის” ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა კომენტარი გააკეთა.

“არ მესმის, რატომ მოხდა ბოლოსკენ ასე. ვიცით, რომ საქმის კეთება უკეთესად გვმართებს. აუცილებელია, ასეთი მატჩებიდან შეცდომებზე ვისწავლოთ. ავტოგოლი ძალიან სასაცილო იყო. თუმცა, მთლინი დუელი რომ შევაფასოთ, კარგად ვითამაშეთ. დღეს, მთავარი მიზანი ფინალში გასვლა იყო და ამას მივაღწიეთ იმით, რომ ძალიან კარგი გუნდები გამოვთიშეთ ასპარეზობას,” – ამბობს მილნერი.

ჯეიმს მილნერის გოლი “აუგსბურგის” კარში (ვიდეო)

25 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ლივერპულსა” და “აუგსბურგს” შორის გამართულ მატჩში, ანგარიში მე-5 წუთზე ჯეიმს მილნერმა გახსნა.

“ლივერპული” მილნერს შეუთანხმდა

“ლივერპული” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბი ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს, ჯეიმს მილნერს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოს სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა საჭირო.

იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, 1 ივლიის მილნერს “სიტისთან” კონტრაქტი დაუსრულდება და ის “ლივერპულის” მოთამაშე ოფიციალურად გახდება.

მილნერი მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2010 წლიდან იცავს. “სიტის” შემადგენლობაში ჩატარებულ 147 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

ფელაინიმ მილნერი შესანიშნავი ფინტით მოატყუა (ვიდეო)

2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში, მარუან ფელაინიმ ჯეიმს მილნერს მშვენიერი ფინტი გაუკეთა.

ცივი წყალი მილნერმაც გადაისხა

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა ჯეიმს მილნერმა ცივი წყალი გადაისხა.