ევრობასკეტ 2015-ის მასპინძელი რვა სექტემბერს გაირკვევა

2015 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი რვა სექტემბერს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაირკვევა, რის შესახებაც Sportando.com-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ს მასპინძელი უკრაინა უნდა ყოფილიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ტურნირი სხვა ქვეყანაში გაიმართება.

ცნობისთვის, ევროპის პირველობის მასპინძლობის შანსი ხორვატიას, საფრანგეთს, ფინეთს, გერმანიას, ლატვიას, პოლონეთს, ისრაელსა და თურქეთს აქვთ.