დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად გთავაზობთ დღის სატრანსფერო ჭორებს.

ვერონა სორენენით ინტერესდება

“ვერონა” ტურინის “იუვენტუსიდან” მცველის, ფრედერიკ სორენსენის გადაბირებითაა დაინტერესებული. კვირის ბოლომდე კლუბების წარმომადგნელები მოსალაპარკებლად შეიკრიბებიან.

უელბეკი გალათასარაიში?

თურქული “გალათასარაი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის, დენი უელბეკისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ბრიტანული პრესის ცნობით, თურქები ფეხბურთელს საკმაოდ სარფიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

ტოტენჰემი ფასიოში 10 მილიონს იხდის

“სევილიას” მცველი ფედერიკო ფასიო, შესაძლოა, უახლოეს დღეებში “ტოტენჰემის” მოთამაშე გახდეს. ესპანური მხარის ცნობით ლონდონელები მზად არიან ფასიოში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.

იუვენტუსი ბაიერნს დაუკავშირდა

ტურინის “იუვენტუსმა” მიუნხენის “ბაიერნს” ჯერდან შაქირის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. იტალიური პრესის ცნობით ტურინელები ერთწლიან იჯარაში 2.5 მილიონ ევროს იხდიან.

ეტო’ო ევერტონში გადავა

“ჩელსის” ყოფილი ფორვარდი სამუელ ეტო’ო დიდი ალბათობით კარიერას “ევერტონში” გააგრძელებს. ბრიტანული პრესის ცნობით კამერუნელი ფორვარდი სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს ლივერპულელებთან.