“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარმა ჰოლი გრიფიტსმა საყვარელი გუნდის მარცხი “იწინასწარმეტყველა” და 1250 ფუნტი მოიგო.
გოგონა “მილტონთან” შეხვედრაში “იუნტაიტედის” გამარჯვებაზე აპირებდა ფსონის გაკეთებას, თუმცა შეცდომით მასპინძელთა 4:0 მონიშნა და ამ პოზიციაზე 2,5 ფუნტი დადო. გრიფიტსმა მოგვიანებით შეეცდომა თავად აღიარა.
ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტოტალიზატორმა აღშნინულ მატჩთან დაკავშირებული სტატისტიკაც გამოაქვეყნა. რამდენიმე ათეული ათასი ფსონიდან ზუსტი ანგარიშის გამოცნობა მხოლოდ 14-მა ადამიანმა შესძლო და სოლიდური ჯილდოც მიიღო.