ინგლისის ნაკრებს ცენტრალური მცველი გამოაკლდა

ინგლისის ნაკრები 8 და 11 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვერდას გამართავს. ბრიტანელები ჯერ თავიანთ მოედანზე მალტას, შემდეგ სტუმრად სლოვენიას დაუპირისპირდებიან.

საგულისხმოა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის მოვალეობის შემსრულებელმა, გარეთ საუთგეიტმა “ევერტონის” უკანახაზელი, ფილ იაგიელკა საბოლოოო განაცხადში არ შეიყვანა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 34 წლის ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აქვს.

გაირკვა, რომ იაგიელკა ორიდან ვერცერთ შეხვედრაში მიიღებს მონაწიელობას. “ევერტონის” ექიმების ცნობით, ფილი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება მოედანს.

მეკარეებად ქცეული მინდვრის მოთამაშეები

“ლუდოგორეცის” მცველი კრისტიან მოცი პირველი მინდვრის მოთამაშე არ ყოფილა, რომელმაც კარში ჩადგომის შემდეგ წარმატებას მიაღწია. 

იან კოლერი, “ბორუსია”

2002/03 წლების გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩი ფეხბურთის ისტორიაშია შესული. 65-ე წუთზე, როდესაც დორტმუნდელებს ყველა ცვლილება განხორციელებული ჰქონდათ, “ბაიერნმა” გოლის გატანა შესძლო. “ბორუსიას” ფეხბურთელები დარწმუნეულები იყვნენ, რომ მიუნხენელებმა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს. ყველაზე აგრესიულად გოლს იენს ლემანი აპროსტესტებდა, რომელიც მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ლემანის ადგილი გუნდში ყველაზე მაღალმა მოთამაშემ, იან კოლერმა დაიკავა და 25 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა. ჩეხი ფორვარდი რამდენიმე დასამახოვრებელი მომენტის თანამონაწილე გახდა. ბოლოს კი მეტოქის საჯარიმოშიც წავიდა და გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ფელიპე მელო, “გალათასარაი”

2012 წლის 24 ნოემბერს “გალათასარაი” “ელიაზიგსპორს” სტუმრობდა. სტამოლელები დამაჯერებლად ასპარეზობდნენ და მინიმალური უპირატესობითაც იგებნდნე. თუმცა 89-ე წუთზე მასპინძელთა ახალგაზრდა ფორვარდი სერდარ გიურლერი მუსლერასთან პირისპირ გავიდა. ურუგვაელმა კიპერმა თამაშის წესი დაარღვია და წითელი ბარათი მიიღო. დანიშნული პენალტის შესრულება გოკსუ თიურკდოღანმა ითავა, რომელსაც “გალას” კარში ჩამდგარმა ფელიპე მელომ არ გაატანინა.

ფილ იაგიელკა, “შეფილდი”

“არსენალთან” შეხვედრის დროს “შეფილდ იუნაიტედს” სათადარიგო კიპერი არ ჰყავდა. ბედის ირონიით მე-60 წუთზე შეფილდელების მეკარემ პედი კენიმ ტრავმა მიიღო. კენი მინდვრის მოთამაშემ შეცვალა, ხოლო კარში ფილ იაგიელკა ჩადგა და სახელოვან მეტოქეს გატანის საშუალება არ მისცა. “შეფილდმა” კი სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. მატჩი 2006 წლის 30 დეკემბერს შედგა.

ულრიშ ლე პენი, “ლორიანი”

“ვალანსიანს” შეხვედრის მე-11 წუთზე “ლორიანს” კიპერმა ფაბიენ ოდარმა ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად მოედანზე მეორე მეკარე, ლიონელ პაონე გამოჩნდა, თუმცა 12 წუთში ბოლო იმედის ჯარიმის გამო ეს უკანასკნელი გააძევეს. კარში ნახევარმცველი ულრიშ ლე პენი ჩადგა, რომელმაც მეორე ტაიმში 4 სახიფათო დარტყმის მოგერიება მოახერხა. საინტერესოა, რომ ლე პენი სიმაღლე სულ რაღაც 174 სანტიმერტია. ეს ისტორიაც 2006 წლით თარიღდება.

მლადენ პეტრიჩი, “ბაზელი”

2006 წლის კიდევ ერთი მსგავსი ამბავი უეფას თასზე, “ნანსის” და “ბაზელის” მატჩის დროს მოხდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გაძევებული მეკარის ნაცვლად კარში მლადენ პეტრიჩი ჩადგა, რომელმაც პენალტი მოიგერია და საკუთარ კლუბს ერთი ქულა მოუტანა.