“ლუდოგორეცის” მთავარმა მწვრთნელმა გეორგი დერმენჯიევმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. ბულგარული კლუბის მეტოქეები “რეალი”, “ლივერპული” და “ბაზელი” იქნებიან.
“ჯგუფით კმაყოფილი ვარ. სოფიაში “რეალის” და “ლივერპულის” დონის გუნდების სტუმრობა შესანიშნავი იქნება. “ბაზელთან” გასულ სეზონში ვითამაშეთ და იმედი მაქვს გარკვეული ქულების აღებას მოვახერხებთ.
ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია თუ ვის დავაყენებ კარში მომდევნო შეხვედრაში. ვლადო სტოიანოვი დისკვალიფიცირებულია. ამიტომ, არჩევანს კოსმინ მოცის და ივან ჩვოროვიჩს შორის გავაკეთებ” – განაცხადა დერმენჯიევმა.
შეგახსენბთ, “სტიაუასთან” შეხვედრაში მეკარის გაძევების შემდეგ კარში მცველი კოსმონ მოცი ჩადგა და ორი პენალტის მოგერიება შესძლო.